გვარამიასთან ერთად შესაძლოა მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც – სუს

სუს-ის განცხადებით, არსებობს ნიკა გვარამიას და კიდევ ერთი ჟურნალისტის ლიკვიდაციის რეალური საფრთხე.

“გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია. მას მიეწოდა ინფორმაცია და მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე.

გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლოა მკვლელობის სამიზნე იყოს ნიკა გვარამიასთან ერთად სხვა ჟურნალისტიც”,- თქვა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ.

გვარამიას თქმით, გაოგნებულია, რომ ამის შესახებ ანტიტერორისული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ საჯაროდ მოყვა და პრაქტიკულად, ჯგუფს უთხრა, რომ იდენტიფიცირებულები არიან. გვარამია აღნიშნავს, ამაზე მათ პასუხი მოეთხოვებათ.