იგეგმება ჩემი ლიკვიდაცია, სუს-მა დამიდასტურა – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ანტიტერორისტული დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება უცხოეთის მოქალაქეთა ჯგუფის მიერ.

“1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუსი თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისულ დეპარტამენტში, მათ დაიწყეს გამოძიება. დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება – რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება, არაფერზე უარი არ მითქვამს, რომ მერე სალაპარაკო არ ყოფილიყო, რომ მე რაღაც არ გავაკეთე.

ამის შემდეგ არცერთი კითხვა არ დამისვამს. არ მიმაჩნია სწორად ოპერაციის მიმდინარეობისას შეკითვების დასმა. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ არ აღმოჩნდა ეს ინფორმაცია სერიოზული. დღეს რეკავენ და მეუბნებიან, ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთო. მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია თქვენი შეკვეთილი მკველობის შესახებ, ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია, რაც მივიღე ჩვეულებრივად. ამატებენ უცნაურ რამეს, რომ თქვენ გარდა კიდევ იხილება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია”,- ამბობს გვარამია.

მისივე შეფასებით, გაოგნებულია, რომ ამის შესახებ ანტიტერორისული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ საჯაროდ მოყვა და პრაქტიკულად, ჯგუფს უთხრა, რომ იდენტიფიცირებულები არიან. გვარამია აღნიშნავს, ამაზე მათ პასუხი მოეთხოვებათ.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ არსებობს ნიკა გვარამიას და კიდევ ერთი ჟურნალისტის ლიკვიდაციის რეალური საფრთხე.