გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სუს-ში არ მივა და ჩვენებას მაგისტი მოსამართლის წინაშე მისცემს

მთავარი არხის წამყვანი წამყვანი გიორგი გაბუნია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ის ჩვენებას მასგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

გაბუნია მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ნდობა გამოძიების ვერ გექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რადგან სხვა ქვეყანაც, უკრაინაც არის ამ პროცესებში ჩართული, მათ ნაკლებად მიეცემათ საშუალება, რომ ისეთი მიმართულება მისცენ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ. მოუწევთ რეალური მიმართულებით წარმართვა”,- ამბობს გიორგი გაბუნია.

„მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.