დასავლეთს რუსეთში რეჟიმის შეცვლა სურდა, ოპერაციამ ეს გეგმები ჩაშალა – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ დასავლეთს სურდა რუსეთში მის მიერ კონტროლირებადი რეჟიმი დაემაყარებინა, რაც რუსეთმა უკრაინაში დაწყებული ომით ჩაშალა. 

“დასავლეთი ცდილობს, შექმნას პირობები რუსეთში დასავლელების მიერ კონტროლირებადი რეჟიმის დასამყარებლად, როგორც ეს უკვე შემუშავებულია უკრაინაში და რიგ სხვა სახელმწიფოში. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ჩაშალა ეს გეგმები”,– ამტკიცებს პატრუშევი.

მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იყო, პრევენციული ზომები მიეღო, რადგან “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისა და ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის დონე საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სახელმწიფოებრიობას და მის არსებობას”.

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს. მან თქვა, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა.