ევროკომისია დათანხმდა უკრაინულ ექსპორტზე გადასახდების 1 წლით მოხსნას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ქსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის მოხსნას ერთი წლით, ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.

“განვიხილე ამ წინადადების დეტალები პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დღეს. მადლობელი ვარ პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის ამ ნაბიჯისთვის.
ახლა ეს საშუალებას მოგვცემს, შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა უკრაინაში, ჩვენი ეროვნული წარმოება”,–განაცხადა ზელენსკიმ.