“რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად.

ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი – ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენენ ჩვენთვის. ჩვენი შეფასებით, მათ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ… რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე”

განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში.