პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით ეკონომიკა ჩამოშალა და პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და ხელისუფლების წარმომადგენლების „პასუხისგებაში მიცემას” ითხოვს.
“1 მილიონ ადამიანზე კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით 22-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში
1 მილიონ ადამიანზე კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობით 39-ე ადგილზე
222 ქვეყანას/ერთულს შორის
ანუ ინფიცირების შემთხვევებით პირველ 10%-ში ვართ
ხოლო, გარდაცვლილების რაოდენობით – პირველ 20%-ში
მოწინავე პოზიციები გვიჭირავს ორივე შემთხვევაში
სამაგიეროდ ვაქცინირებული მოსახლეობის %-ით ვართ 130-ზე
და ეს აქედან გაგზავნილი რიცხვებით, რეალურად კაცმა არ იცის
—
ესაა მაგარი კრიზის-მენეჯმენტი?
ამისთვის ჩამოშალეს შარშან ეკონომიკა?
(იტალია, გერმანია, უზბეკეთი, კუვეიტი, სინგაპური, ალჟირი, იაპონია, განა, შვეიცარია, ტაჯიკეთი, კენია, ტუნისი, ფინეთი, იამაიკა, ბრაზილია, ჩილე, სან მარინო, შვედეთი, ბელარუსი, ნორვეგია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, კანადა, ავსტრია, თურქმენეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, მაროკო, ლატვია, ახალი ზელანდია, პერუ, პორტუგალია, ლუქსემბურგი, შრი ლანკა, სლოვაკეთი, ეგვიპტე და ათობით სხვა ქვეყანაში შარშან ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, მათ შორის ჩვენი 4 მეზობლიდან სამში: რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში )
ამისთვის დააკარგინეს შემოსავალი ადამიანებს?
ამისთვის გააკოტრეს ხალხი?
ამისთვის გააღატაკეს ისედაც ღარიბები?
ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?
__
სინამდვილეში ყოველთვის #$%ზე ეკიდათ თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
შარშან არჩევნები ჰქონდათ მოსაგები რომ ძალაუფლება და თქვენი ყვლეფის მორიგი 4 წლიანი ლიცენზია არ დაეკარგათ
ამისთვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები
ამისთვის შეაგროვეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ფული ხაზინაში – 21 მილიარდ 800 მილიონი ლარი
აქედან 11 მილიარდი პირდაპირ ჯიბეებიდან ამოგიღეს გადასახადების სახით
ამისთვის აიღეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ვალი – 7 მილიარდ 300 მილიონი ლარი
ამისთვის გასწიეს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ხარჯი – 16 მილიარდ 100 მილიონი ლარი (თითქმის 3 მილიარდი ლარით მეტი ვიდრე 2019-ში, და ეს მაშინ, როცა ეკონომიკა 2020-ში 6%-ით შემცირდა)
რამდენი მოიპარეს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
და ეს ყველაფერი ‘გააპრავეს’ კორონა-პანდემიით, პრინციპით – война всё спишет
შეწირეს ქვეყანა ძალაუფლების შენარჩუნებას
თქვენ კი ეს ჭამეთ, რადგან როცა პანდემიით დაგაშინეს, ისე შეგეშინდათ რომ აღიარების გრცხვენიათ
—-
სინამდვილეში ესაა შარშანდელი არჩევნების გაყალბების ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება, რომელზეც არავინ საუბრობს, რადგან შარშან გაზაფხულზე თვითონაც სუნი დააყენეს და ითხოვდნენ მთავრობის აქტიურ ქმედებებს
—-
ყველა პასუხისგებაშია მისაცემი ვინც ამ დიდ, უსინდისო და მავნებლურ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა რომ ვიღაცეებს ძალაუფლება არ დაეკარგათ, მუშკტერებით დაწყებული, მარნეული-ღვანკითის ჩაკეტვასა და ქუჩების რეცხვაზე ბრძანებების გამცემებით დამთავრებული”- წერს ზურა ჯაფარიძე.