ივანიშვილს არაფრის შეცვლა არ უნდა, მოსწონს, როგორც მიდის ქვეყანა – კაპანაძე ოცნების ოცეულზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ოცნების სიის პირველ ოცეულს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრის შეცლა არ უნდა და მოსწონს, როგორც მიდის ქვეყანა.

“გახარიას პრემიერად დატოვება, იმის გამოცხადება, რომ მომდევნო პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე იქნება, ისევ კობახიძე და მისი გუნდი იქნებიან მთავარი წამყვანი ძალები, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს არაფრის შეცვლა არ უნდა, მას მოსწონს, როგორც მიდის ქვეყანა, ის ვერ ხედავს ვერც სიღარიბეს, ვერც უიმედობას, ვერც უმუშევრობას, ის ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს. ამიტომ უნდა, რომ დატოვოს ისე, როგორც არის.

იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებები უნდათ, მათ შემიძლია მარტივად ვუთხრა – ისეთ გუნდს უნდა დაუჭიროთ მხარი, რომელიც ამ ცვლილებებს მოიტანს”,- ამბობს სერგი კაპანაძე.

ქართულმა ოცნებამ გუშინ საარჩევნო სიის ოცეული ოფიციალურად დაასახელა.