კობახიძის თქმით, “სირცხვილია” და ენმ “მათიანის გაგორებაზე” საუბრობენ

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ პარტიის წევრები და მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პირად მიმოწერებში. კობახიძეს “ჩატებიდან” ციტატებიც მოჰყავს.

“საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში” – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, სირცხვილიას წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა ნაციონალური მოძრაობის წარმომდგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიის ტელევიზიებს შენახვა ყოველწლიურად ათეოლობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებ ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება” – ეს არის ციტატა.

ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენლებს ენმ-ს ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა. ყველამ ვიცით, რა ღირებულებების მატარებლები არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება”,– ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.