შსს-მ მელაშვილსა და ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტების თავდასხმის შემთხვევის გამოძიება, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიება, ჯერ არ დაწყებულა, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დამტვრეულია კამერა ხოლო ტელეკომპანიის ოპერატორს ფიზიკრად გაუსწორდნენ სასულიერო პირები. როგორც, დაზარალებული ჟურნალისტი აცხადებს, სასულიერო პირები ნასვამები იყვნენ ხოლო სასაზღვრო პოლიციას აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.