“მერე რა რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?” – ღარიბაშვილი

“მერე რა რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?”,– ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფონზე, რეგულაციების დარღვევით იქეიფა.

გუშინ გავრცელდა ვიდეოები, თუ როგორ ქეიფობს მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სოფელ არხილოსკალოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა ბექაურთან ერთად.