“გასაგები რომ იყოს – მოლაპარაკებებზე რუსეთი არ აყენებს ულტიმატუმებს, არამედ ყურადღებით ისმენს ჩვენს წინადადებებს. უკრაინა არცერთ პოზიციას არ დათმობს. ჩვენი მოთხოვნებია – ომის დასრულება და რუსეთის ფედერაციის ჯარების გაყვანა. მე ვხედავ გაგებას და არის დიალოგი”

წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე. მანამდე მან განმარტა, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი “სამართლებრივი ფორმატების” შემუშავების შემდეგ გაიმართება.