რუსეთი ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთისგან ბოდიშს ითხოვს ვარშავაში რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო. ამ მიზეზით 11 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლონეთის ელჩი რუსეთში.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთმა უხეშად დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია, რადგან არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება – არ უზრუნველყო რუსი დიპლომატის ხელშეუხებლობა.

პოლონეთის ელჩს რუსულმა მხარემ უთხრა, რომ ელოდებიან ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ოფიციალურ ბოდიშს მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვენ, უზრუნველყონ რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება.

უწყების განმარტებით, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია ექნება ვარშავას მათ მოთხოვნებზე.

ცნობისთვის, 9 მაისს რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან წითელი საღებავი შეასხეს: