სამადაშვილი: მივდივარ რურუას დასახვედრად, ხვალ მოვინახულებ ნიკა მელიას

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას საპატიმროსთან დახვდება.

“ვულოცავ გიორგი რურუას ოჯახს მის გათავისუფლებას, მივდივარ მის დასახვედრად. ხვალ მოვინახულებ ნიკა მელიას საპატიმროში, ისიც სულ მალე დატოვებს საპატიმროს”,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა. საპატიმროს ის დღესვე დატოვებს.