“საერთაშორისო ყურადღებისთვის ქვეყნის შიგნით მკაფიო ვითარების გასარკვევად, ჩემი აზრით, განცხადებები, რომელიც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან მოვისმინეთ, ახლა ჩვენ გადავდივართ ახალ ბრძოლაზე და საპარლამენტო ბოიკოტს ვწყვეტთო, სრულიად ალოგიკურია. ლელოზე ვამბობ. მათი უფლებაა, მაგრამ რა აბნევს ამომრჩეველს? არ შეიძლება ერთი მხრივ იყო ერთობაში, სადაც იძახი, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა საერთოდ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. და მერე იმ შეთანხმების შედეგად, რომლის წინააღმდეგიც ვიყავი და ვინარჩუნებ ამ პოზიციას, სადაც შედეგი არ დადგა არცერთ საკითხში, უბრალოდ იძახდნენ, რომ დამთავრდა ბრძოლის ეს ეტაპი, წარმატებას მივაღწიეთ და პარლამენტში დავბრუნდით. და მერე? იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების ნაწილს აქვთ ხოლმე იმიტომ, როცა ხედავენ, რომ ჯამში ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქცევა არათანმიმდევრულად და პატივს არ სცემს მას”

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარტია ლელოს ფრაქციაზე, რომელმაც დღეს საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა. მათი განმარტებით, ფრაქციას ბოიკოტი სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.