უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათის” შეძენა სურს

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი : "რკინის გუმბათი" სარაკეტო იერიშებს ცაში იგერიებს

უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათის” შეძენა სურს. – ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენ კორნიიჩუკი აცხადებს.

“გასულ კვირას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამერიკელებმა გერმანიიდან უკრაინაში ანტიბალისტიური რაკეტების გადაცემის ნებართვა გასცეს, ისრაელმა ამაზე უარი თქვამე მსურს, რომ ისრაელის ხელისუფლება გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და დაუბრუნდეს რეალობას. ჩვენ გვჭირდება ისრაელის დახმარება, ვგულისხმობ სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენ გვჭირდება რკინის გუმბათი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ჩვენი მშვიდობიანი ქალები და ბავშვები ჩვენს ტერიტორიაზე რუსული რაკეტებისგან. “, – ამბობს ელჩი.