ქუთაისის უნივერსიტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდივანი მაკა ლობჟანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.