ღარიბაშვილი აანონსებს სამოქალაქო დაპირისპირებას – მამულაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის შეფასებით, პრემიერი ღარიბაშვილი სამოქალაქო დაპირისპირებას აანონსებს.

“ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ისტერიის შემოტევა, სრულად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ის ღია ეთერში აანონსებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მივიდნენ აეროპორტში და დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილს და არ მისცენ მას საშუალებას, შემოვიდეს საქართველოში. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც უნდა ერქვას პრემიერმინისტრი. ეს არის საცოდაობა, რომელიც არის ივანიშილის მონა”,- ამბობს ის მთავართან ინტერვიუში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ლიდერებს სააკაშვილის ისტერიული შიში აქვთ და ცდილობენ, მისი ჩამოსვლა თავიდან აირიდონ.

ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სიყალბეა სააკაშვილის მოწოდებები, რომ ხალხი გავა და მას დაიცავს, რადგან ენმ-ს, მისი აზრით, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლია.

“ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია”,- თქვა პრემიერმა.

ოცნების დეპუტატის, დავით კაჭარავას განცხადებით, ხალხს მობილიზება არ სჭრიდება, რადგან “ხალხი ისედაც გამწარებულია მიხეილ სააკაშვილზე”.