ყველაზე მძაფრი პროტესტი იყო – დეკანოიძე იმედა კლდიაშვილზე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ეხმიანება ვიცემერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის ძალის გამოყენებით დაკავებას და ამბობს, რომ ეს ყველაზე მძაფრი პროტესტი იყო.

“ყველაზე მძაფრი პროტესტი იყო იმედასი წუხელ. გუშინ თვითონ ხედავდა იმ ქალის სახეს და მართლა გადარეული იყო. მაგრამ ყველაზე უფრო მძაფრი მისი ლაივი იყო, ლაპარაკობდა, თან ბავშვი წერდა “მა სახლში როდის მოხვალო”. ამ დროს პოლიცია ეცა.

ყველა მოქალაქემ მსგავსი პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანით უნდა გამოთქვას. არ არის აუცილებელი ათასები, ერთმა ადამიანმა გუშინ ყველზე გულთან მისატანი ხმა თქვა”,– წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი წუხელ პროტესტის ნიშნად მანქანით სუს-ის შესასვლელთან გაჩერდა, რის შემდეგაც კი მანქანიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა და ადამინისტრაციული წესით დააკავა. მისი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

იმედა კლდიაშვილი აპროტესტებდა სუს-ის ზეწოლას ქართული ოცნების კომისიის წევრზე, რომელიც მზად იყო, ესაუბრა არჩევნების გაყალბების სქემაზე.