ჩემთვის გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მისთვის გამარჯვება ნიშნავს უკრაინის მიწაზე მტრის განადგურებას და მის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას. ამის შესახებ მან თავის ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თქვა. მან გენერალ მარკ მილის ოპერატიული ვითარება გააცნო.

“ვითარება რთული რჩება, მაგრამ ჩვენი განწყობა საბრძოლოა და მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულები”,– უთხრა ზალუჟნიმ მილის.

მეთაურმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის ყოველდღიურად 10-დან 14-მდე ფრთოსან რაკეტას რაკეტას.

“ბოლო დროს რუსეთმა ამ ობიექტებზე X-22 ტიპის ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების მასიური გამოყენების ტაქტიკას მიმართა. წუხელ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მტერმა გამოიყენა 12 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან ორის ჩამოგდება მოახერხა სტინგერმა. მტრის ამ ტაქტიკაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი არის თვითმფრინავების გამოყენებაზე უარის თქმა, რაც დიდ ზარალს აყენებთ”,– აცხადებს ზალუჟნი.

მან გენერალ მილის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ გაწეული დახმარებისთვის.