ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

ჩხოროწყუ გახდა ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

დღეს თავმჯდომარედ დეპუტატებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია აირჩიეს.

კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ერთ ბიულეტენი გაბათილდა. თავმჯდომარედ ასარჩევად 14 ხმა იყო საჭირო.

ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 7, ხოლო ლელოს – 1.