ხერსონში რუსებს უწევთ თავდავაში ყოფნა, ეს მათ შეტევით პოტენციას ეტაპობრივად დააქვეითებს – რუსლან შავაძე

ხერსონი არის რუსებისთვის აქილევის ქუსლი – აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე და სოციალურ ქსელში, სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე, ხერსონის ოლქში საომარი ვითარებაზე წერს.

”უკრაინის გენშტაბის მიერ არჩეულ სტრატეგიას მანევრულ თავდაცვასთან ერთად პერიოდულად ტაქტიკურ კონტრშეტევებს შეუძლია იმაზე გაცილებით დიდი შედეგის მოტანა ვიდრე უკრაინის არმიის მიერ ბლიცკრიკის ან ფართომასშტაბიანი შეტევების წარმოებას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, რაგდან შესაძლოა ომი დროში გაიწელოს, ხოლო პირადი შემადგნელობის მაქსიმალურად შენარჩუნება ამ ომში გამარჯვების გასაღებია…

ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის არმიის მთავარი ამოცანაა დიდი რაოდენობით რუსული საოკუპაციო ძალების მოზიდვა/შებოჭვა და ეტაპობრივად მათი გამოფიტვა, ხოლო ტაქტიკური სახემელეთო მანევრები სწორედ ამისათვის განხორციელდა, შესაბამისად ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების ინტენსივობა უკრაინის არმიის მიერ სავარაუდოდ არ არის მოსალოდნელი,(მაგრამ გაგრძელდება ტაქტიკური გადადაჯგუფბები), თუმცა გამომდინარე იქედან რომ რუსებმა დაიწყეს გარკევული რაოდენობის ძალების გადასროლა(მელიტოპოლიდან) უკრაინის არმიის მიერ ეფექტური საარტილერიო/საავიაციო/სარაკეტო დაბომბვების ინტენსივობა გაიზირდება…

უკრაინის არმიის მიერ ტაქტიკური მანევრები ემსახურებოდა პირველრიგში ფსიქოლოგიური ფონის შექმნას(რამაც ძალზედ კარგა იმუშავა, რაც უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთობლივი შეთანხმებული მოქმედების შედეგია),მასშტაბური სარაკეტო/საარტილერიო/საავიაციო დაბომბვების ინტენსივობის გაზრდას. მას შემდეგ რაც უკრაინის არმიამ ხერსონის(დნპერის დასავლეთ სანაპიროს) ფრონტის სამ ძირითად მიმართულებააზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, საოუკპაციო ძალები იძულებულნი გახდენენ მობილური რეზერვების გამოყენებით თავდაცვის ხაზებში ნაპრალების აღდგენას, რამაც მათი პრიორიტეტები კიდევ ერთხელ შეცვალა და მოუწიათ დამატებითი ძალების გადასროლა მელიტოპოლიდან, უკრაინის არმია დაბალი ინტენსივობის კონტრშეტევებს ახორციელდება(დაბალი ინტენსივობით) და ემზადებოდა მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგის ოპერატიულ სირღმეებში რუსული საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური/რეადიოელექტრონული და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ჩახშობა ეტაპობრივად განხორციელდა, ამასთანავე რუსული სამხედრო ობიექტების საბრძოლო საცავების, ლოჯისტიკური მომარაგების კვანძების ეფექტური დაბომბვების შემდგომ რუსების შეტევით პოტენციალ გარკვეულწილად დაქვეითდა ხერსონის ფრონტზე…

ხერსონში უკრაინის არმიას მენევრულ თავდაცვასთან ერთად ტაქტიკურ მცირე მასშტაბის კონტრშეტევების მეშევეობით შეუძლია გამოფიტოს რუსების სსამხრეთის ფრონტი, რადგან როდესაც რუსები გადაისვრიან დამატებით ძალებსს, უკრიანელთა საცეცხლე დაფარვის ზონაში ადვილად ექცევიან, რადგან უკრაინის არმია ამერიკული HIMARS/M270-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბოლო დღეების გამნვალობაში ინტენსიურად ბომბავს GMLRS სხვადასხვა მოდიფიკაციის GPS-ით მართვადი რაკეტების გამოყენებით ანტონოვსკის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებს ასვე ნოვა კახოვკას ხიდებს, ასევე ამ კონტრშეტევებს მოჰყვა მასშტაბური სარაკეტო დაბომბვები ნოვა კახოვკასა და ხერსონში რუსულ საოკუპაციო ძალების სამხედრო ობიექტების, ხოლო მას შემდეგ რაც AGM-88 HARM-ების რადასაწინააღმდეგო საჰაერო ბაზირების რაკეტების გამოყენებით რომლის ადაპტირება მოხდა MIG-29-ის მრავლაფუნქციურ გამანადგურებლებზე მოხერხდა მეტწილად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობა რის შედეგდაც უკრაინული ავიაცია საგრძნობლად გააქტიურდა…

ჩვენ არაერთხელ ვნახეთ წინა თვეებში უკრაინის არმიის მანერვები ხერსონის მიმართულებაზე, როდესაც სადაზვერვო დანაყოფები ქმნიდნენ ფონს რომ ისინი ქალაქ ხერსონიდან 10 კილომეტრში იმყოფებოდნენ, რაც დამთრგუნველად მომქედებდა რუსებზე, სწორედ ამ ფსიქოლოგიური წნეხის საფუძველზე შესაძლოა ითქვას უკრაინის გენშტაბმა მოახერხა საომარი მოქმედებების ცხელი წერტილი სამხრეთის ფრონტზე ხერსონი აქცია, რაც მისთვის ხელსაყრელია რადგან:

1) უკრაინის არმიის სამხედრო დოტქრინა ეფუძნება თავდაცვით ომის წარმოების სტრატეგიას, შესაბამისად კონტრშეტევებისათვის ამ ეტაპისატვის მზად არ არის, საჭიროა დიდი რაოდენობით სამხედრო კონტიგენტის მობილიზება და დაკომპლექტება, როელიც მოიცავს კომბინირებულ შეტევების დაგეგმვას ყველა საჭირო კომპონენტის გამოყენებით:ჯავშანსატანკო შენაერთებს შტევების დროს ესაჭიროება დიდი საცეცხლე მხარდაჭერა, ავიაციის გამოყენება, ზუსტი სადაზვევორო ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონტრატაბტარეული და კორექტირებადი საარტილერიო ცეცხლის ეფექტური წარმოება, ბუნერბრივია ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დიდ რისკებს(რადგან შესაძლოა დიდ დანაკარგები გამოიწვიოს) უკრაინის გენშტაბმა მოახდინა ადაპტირება ბრძოლის ველზე შემქნილი ვითარებასთან და მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდიანრე აწარმოებს მრავალგანზომილებიან ომის წარმოების სტრატეგიას, რაც ბუნებრივია მოკავშირეების მხარდაჭრით ხორციელდება, ამის შესახბე ვრცლად იხილეთ ჩემი პოსტი, ლინკი:

2) ხერსონში უკრაინის არმიის ლოჯისტიკური მომარაგება გაცილებით მარტივია ვიდრე დონბასის ფრონტის მიმართულება…

3) ხერსონის მიმართულება აძლევს უკრაინის არმიას მეტი მანევრის განხორციელების საშუალებას, რადგან ხერსონში დიდი რაოდენობით რუსული ძალების მიზიდივით დონბასის ფრონტის მიმართულების სტაბილიზაცია რეალური გახდა, ვრცლად იხილიეთ ჩემი პოსტი, ლინკი: 

4) არაერთხელ ავღნიშნე ხერსონი არის რუსებისთვის აქილევის ქუსლი, დნეპრის ნაპირებთან დაინთქმება რუსული სამხედრო მანქანას დარჩენილი შესაძლებლობები თუ მანამდე რუსებმა არ გაიყვანეს ჯარები ხერსონის ოლქის მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაწილიდან, თუმცა ეს მოხდება ეტაპობრივად, რომელიც შესაძლოა დროში გაიწელოს…

თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის მიერ ომის წარმოებისათვის ახალი პრიორიტეტების გაცხახდებული გეგმა მოქმედებაში მოდის რომლიც გულისხმობს; დრონების ოპერატორების გადამზადებას, IT სპეციასლიტების მოზიდვას, საარტილერიო გათვლებისათვის მეკავშირეების გადამზადებას და არტილერისტების მომზადებას, გამომდიანრე აქედან უკრაინული კამიკაძე დრონების მანევრები ყირმში გაგრძელდება ხოლო ხერსონში დიდი რდენობით რუსული ძალების მიზიდივის შემდგომ მათი ეტაპობრივად განადგურება მოხდება…

მას შემდეგ რაც უკრაინის არმიამ დაიკავა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გარკვეულ მიმართულებაზე მათ დაიწყეს დაკავებული ტერიტორიების გამაგრება, ამასთანავე უკრაინის არმია გააგრძელებს შეტევების იმიტაციას შექმნას ხერსონის ფრონტის მიმართულებებზე(რომელიც ლეგენდარული გერმანელი გენერლის ერვინ რომელის კარგად ნაცადი სტრატეგია მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში მიმდინარე კამპანიის დროს იყენებდა), საოკუპაციო ძალების გენშატბის პანიკურად ეშეინია:

1) ხერსონის(დნპერის დასავლეთ სანაპიროს) დაკრგვა რადგან ამით შეიქმნება პრეცედენტი რაც უკრაინის დამცვლების ფსიქოლოგიურ განწყობას მნიშვნელოვნად აამაღლებს(თუმცა საკთხავია რუსებისათვის რამდენად რელევენატურია ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაცვა სამხედრო სტრტატეგული თვალსაზრისით) , საოკუოპაციო ძალები თავისივე პროპგანდის მსხვეპრლნი არიან რადგან მათ დაანონსეს რეფერენდუმი ხერსონის ოლქში გამომდინარე აქედან უკან დახევა სამხედროებსა და მოქალაქეებს შორის დემორალიზაციას გააღრმავებს…
2) სტატიკურ თავდაცვაში დიდი ხნით გაჩერება, რადგან ამით რუსი ოკუპანტების დემორალიზაციის მასშტაბი გაიზრდება, რუსები არ არიან თავდაცვითი ომის წარმოებას მიჩვეულნი და არც ასევე გრძელვადიანი ომის წარმოებისათვის არ არიან მზად, პუტინის ბუტაფორიული სამხედრო მანქანა ბლიცკრიკისათვის იყო მომზადებული, თუმცა ეს ამოცანაც ვერ შეასრულა. გამომდიანრე იქედან რომ რუსებმა ბოლო პერიოდში დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე შესაძლოა ითქვას მათი შეტევები გაიჭედა, ხოლო ხერსონში მათ უწევთ თავდავაში ყოფნა ეს მათ შეტევით პოტენციას ეტაპობრივად დააქვეითებს, რაც უკრაინის არმიას მისცემს შესაძლებლობას ოპერატიულ ინიციატივა სრულიად გააკონტროლოს…

გენერალი მარჩენკო თუ ზალუჟნი რომელია უკრაინის ერვინ იოჰანეს ოიგენ რომელი? ამას ალბათ ომის შემდგომ გავიგებთ, მანამდე კი საჭიროა ფრთხილ ოპტიმიზმთან ერთად მოვლენების რეალური და ადეკვატური შეფსება რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ შევუქმნათ ჩვენს საზოგადოებას….” – აცხადევს რუსლან შავაძე.