ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება – ჩიქოვანი

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები შენარჩუნდება.

“ტრანსპორტი არის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავრობამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაუკავშირა გახსნის არცერთ ეტაპს, რადგან ეს დაკავშირებული იქნება ეპიდმდგომარეობასთან. ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. სხვალიდან ტრანსპორტი არ ამუშავდება”,- თქვა ჩიქოვანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნარჩუნდება ტრანსპორტთან დაკავშირებით სხვა შეზღუდვებიც, რაც სავარაუდოდ გულისხმობს ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვის დატოვებასაც.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არსებობს, მთავრობა კი გადწყვეტილებას ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მალე მიიღებს.