1 აპრილიდან სპეციალური ტესტების მეშვეობითაც მძღოლები ნარკოტესტირებას ადგილზე გაივლიან და მათი გადაყვანა ნარკოლოგიურ ცენტრში საჭირო აღარ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ტესტი ვიზუალურად ალკოტესტის მსგავსია და ის პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. ნარკოტიკული თრობის დადგენა ნერწყვის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღეს. ერთდროულად რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
თუმცა კანონის ამოქმედება აქამდე ვერ მოხერხდა რადგან შსს–ს შესაბამისი მოწყობილობა არ გააჩნდა. პორტატიული ნარკოტესტების შესაძენად შსს–ს ტენდერის ჩატარება და ტესტების შეძენა მოუწია. ამისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.
ნარკოტესტი ნერწყვის საშუალებით შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კვალს გამოავლენს: მარიხუანა, კოკაინი, ოპიატები, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები.










