10 საოცნებო ადგილი საქართველოში – ამ სათაურით CNN-ი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიასაშუალება CNN-ი საქართველოს 10 ადგილ საოცნებო ადგილზე წერს რომელიც დახასიათებულია სიტყვა “გასაოცრად”.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ანანურზე და გომისმთაზე, რომელიც გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა გასაოცარი და დაუვიწყარი სილამაზით გამოირჩევა. ასევე დაცარიელებული სოფელი დართლო, რომელიც თუშეთის ნაწილია და ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.
მუცო – ადგილი სადაც ამჟამად მხოლოდ 22 ხევსური ცხოვრობს. ასევე ნახსენებია უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. სტატიაში საუბარია ვარძიაზეც, რომელიც თბილისიდან ხუთი საათის სავალზეა და სადაც წარმოდგენილია გამოქვაბულების კომპლექსი.
გელათის მონასტერი – ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს აუცილებლად ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ასევე გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და მე-14 საუკუნეშია აგებული.
სტატიაში სიღნაღი იმ ადგილად მოიაზრება სადაც ქართული ღვინო აუცილებლად უნდა დააგემოვნოს მოგზაურმა.
ბოლოს კი ავტორი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ასრულებს თხრობას, რომელიც ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას CNN-ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.