10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი დააკავეს.ქალი, რომელიც აცხადებდა  რომ ბავშვები მისი შვილები არიან, ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს.

რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის 10 არასრულწლოვანი  მოქალაქე შეიყვანეს. ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი გადმოყვანილია თბილისში, სოციალურ თავშესაფარში, ოთხი – ქუთაისში იმყოფება, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობს.

შსს-ს თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.უწყების ინფორმაციით, სწორედ ამ  ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 143-ე  მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , რაც ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგს გულისხმობს.