რესტორანი, რომელსაც 10-ზე მეტი პირი ინტოქსიკაციის მიზეზით უჩივის newsreport.ge-სთან კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, მოწამვლის შემთხვევები ჯერ დადასტურებული არ არის და ლაბორატორიულ დასკვნებს ელოდებიან.
რესტორან “ჩემო კარგოს ქარხანას” მტკიცებით, ობიექტმა სურსათის უვნებლობის სამსახურის შემოწმება 2-ჯერ გაიარა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
“ჯერ არაფერი არ დასტურდება , არ ყოფილა არც ანალიზის პასუხები არც ლაბორატორიული კვლევები , ამავდროულად ობიექტი შეამოწმა სხვადასხვა სამსახურებმა , როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურმა ასევე მერიის წარმომადგენლებმა , სამუშო პრორცეში დარღვევები არ ფიქსირდება , რაც დასტუდება მათი აქტით.
ჩვენც დამოუკიდებლად სხვადასახვა აკრედიტირებულ ლაბორატორებში გადავაგზავნეთ ნიმუშები , და ველოდებით დასკვნებს , ჩვენც ვიბრძვით ჭეშმარიტების დასადგენად და მაქსიმალური ძალებით ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალბულებს”-აცხადებენ რესტორანში.
აღსანიშნავია, რომ რესტორანი, რომლის საკვებშიც სავარაუდოდ, სალმონელას ჩხირი აღმოჩნდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. თუმცა შეჩერებულია კონკრეტული საეჭვო კერძების რეალიზაცია. ეს გადაწყვეტილება რესტორნის მენეჯმენტმა მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
“კონკრეტული კერძები რომელზეც არის ეჭვი მისი რეალიზაცია შეჩერებულია სანამ არ დადგინდება ჭეშმარიტება, რადგან ჩვენი მომხარებელების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია”-აღნიშნავს რესტორნის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, თბილისში მდებარე რესტორანში სტუმრობის შემდეგ 10-ზე მეტი პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით მოხვდა. რესტორნის სტუმრები აცხადებენ, რომ ისინი “ჩემო კარგოს ქარხანაში” მირთმეული საკვების შედეგად მოიწამლნენ.