100 000 კაცს ძალით ვერავინ ჩამოიყვანს – სოზარ სუბარი

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სახალხო დამცველ განცახდებები “არ ჯდება ომბუდსმენისა და ზოგად ადამიანურ ეთიკაში”. ასე პასუხობს ის ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე ხალხი იძულებით ჩამოჰყავს.

“თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 000 ადამიანი, ან არ ვიცი რამდენი იქნება, შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს და შეუძლებელია, რომ არსებობდეს”, –  განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო დამცველის განცხადებით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ფაქტი კონფიდენციალობის დაცვის პირობით რეგიონებში მოქალაქეებმა დაადასტურეს.