საფრანგეთში თავშესაფარში მყოფმა 102 წლის ქალმა 92 წლის მეზობელი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბისიმ გაავრცელა.
92 წლის ქალი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს,ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსხვერპლი გაგუდვისა და თავის მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა.
მკვლელმა დანაშაული აღიარა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ფსიქიატრიული შემოწმების შედეგებზეა დამოკიდებული დაეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის 102 წლის ქალს.