ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სადაც სააკაშვილის ჩამოსვლის ვერსიებს განიხილავს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მისი საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს.

“მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.

ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს.

ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია.

როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.

სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში.

იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო.

ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა.

სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია.

სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად.

ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს”.

პოპულარული

სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება, ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიაზე მიანიშნებს – გვარამია

" სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან...

გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ფიქრობენ

გერმანიის მმართველ კოალიციაში ავტომობილების მფლობელებზე მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული...

რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი – შარმანაშვილი ბარამიძეზე

გიორგი ბარამიძეს არავინ ასამართლებს იმის გამო, პატრიოტია თუ არაპატრიოტი...

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.გავრცელებული...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის...

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერი გადადგა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა...

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან...

ყველა ამბავი

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...

პუტინის კომპიუტერი მოპარული Windows-ით მუშაობს

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად აძლევს ხმას, საერთაშორისო მედიისა და სოციალური...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების შემდეგ შესაძლო მასშტაბური მობილიზაციის შესახებ იზრდება არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებში,...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ 'ქართული ოცნების" მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება."სახელმწიფო...

საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე გეგმას შეიმუშავებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საზოგადოება და მედია გააფრთხილა, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე გაძლიერდა.BBC-ს...

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.ჩახუნაშვილს,...

დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის კალაძე – ენმ ბაღებზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შემთხვევებს გამოეხმაურა."ამ წუთებში თბილისის სამედიცინო კლინიკები ბაღებში მოწამლული...

„ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე. ბახმაროში ჩატარებული სემინარის გამო, რომელიც ევროპის საბჭოს ფინანსური...

“პრემიერმინისტრებს მილიონები კარგად აქვთ, ეს დედამო***ული და სკოლაზეა საუბარი, ტო. ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში” – გიორგი ყიფშიძე

"პრემიერმინისტრებს მილიონები კარგად აქვთ, ეს დედამო***ული და სკოლაზეა საუბარი, ტო. ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში" ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე...