11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება დილის საათებში დაიწყება, სადაც თითოეული დაღუპულის სახელს წარმოთქვამენ. მას მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ე.წ ტყუპების  ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას – მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო , მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.  დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.

ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით,  ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ტერაქტის თემატიკას მიეძღვნება. 

მემორიალური საღამო  გაიმართება პენტაგონში, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.