11 შეტყობინება, დაზიანებული ავტომანქანა და დაზარალებული მოქალაქეები: ძლიერი ქარის შედეგები ბათუმში

{{ARTICLEIMAGE}}
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე დაზიანდა ორი ავტომანქანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ამავე წყაროს თანახმად, ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 – ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.