ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს კორესპონდენტებიც ტოვებენ. დღეს არხი “კურიერის“ კორესპონდენტმა გიგლა თუმანიშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა სადაც წერს რომ 11 წელი ერთ ყუთში ჩაეტია.
“11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია. როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე, რაც ძალიან გიყვარს. დიახ, მე ვცხოვრობდი “რუსთავი 2“-ში, ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე, რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას. მე წავედი, ხვალ მოვა ის, ვინც საბოლოოს გამორთავს “რუსთავი 2“-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები, მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით. დიახ, წავედი “რუსთავი 2“-დან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ტელევიზიიდან. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ მაყურებელს და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც არაერთხელ უთქვამ ქუჩაში. გავა დრო და კიდევ შევხვდებით… მიყვარხართ, მიყვარხართ ჩემო მეგობრებო. და რაც მთავარია კინაღამ დამავიწყდა, მადლობა თითოეულ რესპოდენტს, რომლებიც გვაბრაზებდნენ და ვაბრაზებდით, პრესსამსახურის თანამშრომლებს ქოცების დროსაც და ნაცების დროსაც, რომლებსაც ხშირად ვეკამათებოდი, ახლა ყველა დავრწმუნდებით ვისაც აქამდე არ სჯეროდა, რა კარგი იყო სივრცე, სადაც გაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ მოეშვა. წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს“,- წერს გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქსელში.