12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

2 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება “შრომის კოდექსში” პარლამენტმა ცოტა ხნის წინ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა.

დღესასწაულის  დაწესების მომხრე 96 დეპუტატი იყო.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის  ხსენების დღეა.

დღეიდან კი 12 მაისს მეორე დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება.