12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დასამტკიცებლად პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიას გამართავს

დღეს,  12 მაისი  ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოცხადდება. ამისთვის დასამტკიცებლად პარლამენტი  დღეს საგანგებოდ, რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

დღესასწაულის დაჩქარებული წესით დაწესების ინიციატივით პარლამენტს საპატრიარქომ მიმართა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გაახმოვანა.

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და ისედაც უქმეა.