12 წლის ბიჭი გაგრაში დამალობანას თამაშის დროს დაიღუპა. მოზარდმა დამალვა ელექტრო ქვესადგურში გადაწყვიტა და დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
როგორც აღმოჩნდა, ელექტრო ქვესადგური უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი დაკეტილი არ აიყო და მოზარდმა იქ შესვლა თავისუფლად შეძლო.
ოკუპირებულ აფხაზეთში, დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გასულ წელსაც დაიღუპა.მაშინაც ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.