12 წლის გოგონას გონიოში, ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება.დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით.
შემთხვევა გუშინ 21 ოქტომბერს მოხდა, გონიოს დასახლებაში,მოზარდს ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.