რიკოთის გვირაბში ხვალ, 14 ნოემბერს, მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მოძრაობა 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შეზღუდული.
“სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.