დღევანდელი დღე არ იქნება მდიდარი მოვლენებით. პირველ პლანზე წამოიწევს პირადი ცხოვრება. თქვენ სერიოზულად დაგეგმავთ ცვლილებებს ოჯახში, რომლებიც რემონტთან ან ბინის შეცვლასთან იქნება დაკავშირებული.
თქვენი შეხედულებები ზოგიერთ საკითხებზე ძალზედ უცნაურია, კარგად დაფიქრდით ვიდრე პოლემიკაში ჩაებმებით. შეეცადეთ დღეს არ ჩაერიოთ კამათში და არც თვითონ წამოიწყოთ იგი. თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა ხელოვნების სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.
თამამად შეგიძლიათ დღეს გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ-ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
ნუ დაკარგავთ დროს ურთიერთობების გარკვევაზე. ეცადეთ, იყოთ დამთმობი-სიჯიუტემ შეიძლება, საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან სტუმრობისთვის გამონახავთ დროს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმის შეცვლა მოგიხდეთ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. დღის ბოლოს თქვენს მოსაზრებებს მეტი გულისყურით მოისმენენ.
სრულიად შესაძლებელია, რომ დღე დაიწყება კონფლიქტით. სიცრუე და არაპირდაპირობა არ გიშველით – ამით მხოლოდ მეტად ავნებთ საკუთარ თავს. შეამოწმეთ იმ პრეპარატების ვარგისიანობის ვადა, რომლების გამოყენებასაც აპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზა. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.
საინტერესო, ძლიერ ადამიანთან შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს. ნუ იქნებით ინერტული, იაქტიურეთ სასურველი მიზნის მისაღწევად. გარკვეული პერიოდის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით. ნუ მისცემთ , მეგობრებს საბაბს, რომ გაგაკრიტიკონ.
ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული, ნუ ფიქრობთ რომ თქვენ ყველაფერი იცით. დაფიქრდით საკუთარ ქცევაზე და შეეცადეთ უკეთესისკენ შეიცვალოთ, ამით ბევრს მოიგებთ. დღეს თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.
დღეს გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი არამედ ახლობელი ადამიანების ბედიც. საკმაოდ პოზიტიური დღეა ყველანაირი წამოწყებისთვის. სამეცნიერო საქმიანობისთვის. აგრეთვე დადებითი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია ბუნებაში გასეირნება.
დღეს ოჯახის წევრებს შორის მომრიგებლის როლს მშვენივრად ართმევთ თავს. თუმცა, ამან თქვენი პირადი გეგმები შეიძლება, შეცვალოს კიდეც. სასიყვარულო ფრონტზე ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ ისეთ რეჟიმში იმუშაოთ, რომ არ გადაიღალოთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. უარს ნუ იტყვით რომანტიკულ თავგადასავლებზე.
იყავით ყურადღებით, რომ დროულად შეამჩნიოთ საფრთხე, და გონიერი, რათა დროულად აირიდოთ იგი თავიდან. ნუ უგულვებელყოფთ ახლობელი ადამიანების რჩევებს.
მუშაობა დაგელოდებათ, უმჯობესია დღეს დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ.