15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ჩოლოიანი მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში გადის. კონკრეტულად რა მკურნალობა ესაჭიროება კომენტარი არ კეთდება. 

არსებული ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელმაც 15 წლის მოზარდი დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ დაკითხვის შემდეგ  15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.