16 წლის ბიჭი რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა.
ლუკა ფოფხაძე უგონო მდგომარეობით 41 დღის მანძილზე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა.
მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
პაციენტი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანიმობილის დაზიანების გამო, მეორე რეანომობილის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა. ამის გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.