საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს.დაზარალებული გოგოს ადვოკატის თქმით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და მამაკაცს ბრალი 137- ე, გაუპატიურების მუხლით წარედგინა.ლია ხუროშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა გოგონა, რომელმაც დეტალურად აღწერა კაცის მხრიდან მასზე 2-ჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
არასრულწლოვანმა მაისის თვეში ბავშვი გააჩინა, რომელიც ამ დრომდე ლაგოდეხის საავადმყოფოში იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.