ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს მაშველები გუშინ საღამოდან ეძებენ, 16 წლის გოგონას ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება, რის გამოც მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.