161 საჯაროს სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს H1N1 ვირუსი დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ამავე სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს. მისი თქმით, სკოლაში პარასკევის ჩათვლით კარანტინი გამოცხადდა.
სკოლის დირექტორის, მიშა მინდაძის თქმით, ღორის გრიპის შემთხვევა მათ სკოლაში ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა კარანტინის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მოსწავლე, რომელსაც H1N1 ვირუსის დაუდგინდა სახლში იმყოფებოდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას კარანტინის შესახებ არ ვადასტურებ, სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი გრძელდება.“ – განაცხადა მიშა მინდაძემ.