17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული სავარაუდოდ ცნობილი მომღერლის შვილია

გუშინ, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული, არსებული ინფორმაციით, მომღერალ გია თოიძის შვილი, ნიკა თოიძეა. მომღერლის თქმით, შვილთან ბოლო კომუნიკაცია 3 დღის წინ ჰქონდა, ამიტომ არ იცის შემთხვევის დეტალები.

როგორც ირკვევა, ის პოლიციას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.

დაჭრილ არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.