თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილს პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბექა ბასიალაიას 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე, გიორგი ბუნტურს 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძეს 5 დღე, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღე და გურამ მჭედლიშვილს 1 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
კიდევ ექვსი დაკავებულის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს, დანარჩენი 25-ის კი გადაიდო. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილს კი სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.