18 ნოემბერს დაკავებულების სამართალდარღვევის ამსახველი სამხრე კამერა პოლიციის თანამშრომელმა სამსახურში დატოვა

 

18 ნოემბერს აქციის დაშლის დაშლის დროს დაკავებულების სამართალდარღვევის ამსახველი სამხრე კამერა პოლიციის თანამშრომელმა სამსახურში დატოვა. ეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა.

პოლიციელმა, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა, “არ იცის” ამოიცნობს თუ არა თავის თავს იმ კადრებში, რომელიც სხდომაზე მტკიცებულებად არის წარდგენილი.

მოსამართლემ კითხვაზე, სად იდგა პოლიციელი, გზის სავალ ნაწილზე, თუ ტროტუარზე, ასეთი პასუხი მიიღო: “არ ვიცი, სად მახსოვს, იქ ვიქნებოდი, აბა, სად ვიქნებოდი”.

პოლიციელმა, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა, “არ იცის” ამოიცნობს თუ არა თავის თავს იმ კადრებში, რომელიც სხდომაზე მტკიცებულებად არის წარდგენილი.

პოლიციელის ამ პასუხზე დარბაზში დამსწრეებმა იცინეს. ბრალდების მხარემ ვერც იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელი ვიდეო, რომელი პირის დაკავებას ასახავდა.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ 18 ნოემბერს დაკავებულებმა სამართალდარღვევა ჩაიდინეს, მტკიცებულებად მიტანილი ვიდეომასალა თვითონაც არ უნახავს.

ამავე თემაზე: 

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედების გეგმა გამოაცხადეს

“პოლიციის მანქანა გზაში გაფუჭდა და ჩემი ფეხით მივედი სასამართლოში” – გიგა მაქარაშვილი

სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა