18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 17 პირის საქმე, რომელსაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ცალ-ცალკე განიხილავდა, გადაიდო. მოსამართლის თანაშემწემ მათ უთხრა, რომ ყველა მათგანს ინდივიდუალურად აცნობებდნენ სხდომის ჩანიშვნის თარიღს.
მოსამართლემ ისინი გუშინ, 20 ნოემბერს 16 საათზე დაიბარა და მხოლოდ 8 საათის შემდეგ უთხრა, რომ მათ საქმეს დებდა. ესენი არიან: ირაკლი ფავლენიშვილი; ვლადიმერ ვართანოვი; გიორგი კოპალიანი; თორნიკე ჩაჩანიძე; შოთა მათითაიშვილი; ირაკლი მაისურაძე; ბესიკ ლიპარტელიანი; ალექსანდრე ლიპარტია; გიორგი მონავარდისაშვილი; დავით გეგიაძე; მიხეილ კაკაურიძე; დაჩი იმედაძე; ლევან ნოზაძე; გიორგი ეკიზაშვილი; ალექსანდრე მაცარაშვილი; იმედა კლდიაშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ 20 დაკავებულს, ისინი 3 ჯგუფად დაიყო, საიდანაც მოსამართლემ 2-ის საქმე განიხილა და გადაწყვეტილება აქვს გამოსაცხადებელი, მესამე ჯგუფის საქმის განხილვა კი ჯერ არ დაუწყია.