18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. გოგონა ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ, მათი განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოზია.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.