რისი გაკეთება მოასწრო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2018 წელს

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

ვიდრე საახალწლო მილოცვას გაავრცელებს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 3 მსჯავრდებული ქალბატონი ახალ წელს სახლში შეხვდება – შეწყალების აქტის შესახებ ინფორმაცია ბოლო აქტივობაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქგვერდზე” ფიქსირდება. მის გარდა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ინაუგურაციიდან (16 დეკემბრიდან) დღემდე 12 “პოსტია” განთავსებული. აქედან პრეზიდენტის “ფეისბუქი”  ორ ოფიციალურ განცხადებას (ორივე პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეს ეხება) სამ მილოცვას და 1 საკანონმდებლო ინიციატივას ითვლის. ჩამონათვალში პირველია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა.


ამავე ქსელში განთავსებული მომდევნო ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს; შემდეგი აქიტვობა კვლავ მილოცვას გულისხმობს –  კერძოდ, პრეზიდენტის “ფეისბუქგვერდზე” წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას 28 წლის იუბილეს ულოცავს. ამავე ქსელიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა; ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადებაა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.


გარდა ამისა, “საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა; ბრიფინგი ჩაატარა, სადაც საზოგადოებას საკუთარი გუნდის ნაწილი გააცნო; 25 დეკემბერს შობა მიულოცა ყველა ქრისტიანს; ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს, ერის სულიერ წინამძღოლს, აღსაყდრების 41-ე წლისთავი მიულოცა; მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ოცდახუთწლიანი ვადის ოცდაათ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს; დაესწრო 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას პრემიერთან, დედაქალაქის მერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  და საუკეთესო პარასპორტსმენები დააჯილდოვა; და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა”.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორია პრეზიდენტის პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალების პირველი აქტი წინასაახალწლოდ გამოსცა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, აღდგება ისტორიული სამართლიანობა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარლამენტისადმი ზურაბიშვილის პირველი ინიციატივა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ეხება

მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილს ზურაბიშვილმა მუშაობის გაგრძელება შესთავაზა

ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია დანიშნა, ადმინისტრაციას კი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში განთავსდა

spot_imgspot_img

პოპულარული

ჯო უილსონი: ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას

„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას,...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო...

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...
spot_img

ყველა ამბავი

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...